ჩვენს შესახებ

sazogadoebis dasaxeleba: s.s. “eleqtroavtomati”. J.S.C. ELECTROAVTOMAT
 
ქარხანა „ელექტროავტომატი“ დაარსდა 1956 წელს. მისი ძირითადი დანიშნულება იყო ელექტროტექნიკური ნაწარმის ერთფაზა და სამფაზა ავტომატის წარმოება და საბჭოთა კავშირის ყველა რეგიონის მომარაგება. წარმოებული პროდუქცია იგზავნებოდა საზღვარგარეთ, კერძოდ პოლონეთში.
            1996 წლიდან, ქარხანა გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, იგი ფუნქციონირებს როგორც საზოგადოება და არის იურიდიული პირი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით, რომელმაც აითვისა და ამჟამად აწარმოებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რომელიც დაცულია ნორმატიული დოკუმენტაციით: მეწარმე სუბიექტის სტანდარტით, ლიცენზიით, სერთიფიკატით, პატენტით, რაც სრულიად შეესაბამება არსებული საწარმოს ტექნოლოგიას, ინჟინერ–ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციას, ტექნიკურ აღჭურვილობას და წარმოადგენს საფუძველს კონკურს–ტენდერებში გამარჯვბის მიღწევის შესაძლებლობას ისეთ ცნობილ ფირმებთან როგორებიცაა: „ენერგო–პრო ჯორჯია“, „აი–ეს თელასი“, „სოკარ–ჯორჯია“, „ყასტრანგაზ–თბილისი“, „იტერა“, „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ და სხვა.
            ს.ს. „ელექტროავტომატი“ მფლობელია ხარისხის საერთაშორისო ჯილდოსი „ინტერნაციონალური ოქროს ვარსკვლავის“.

         ს.ს. „ელქტროავტომატის“ წარმოების ძირითადი მიმართულებები:
·                   -  ელექტრო, გაზის და წყლის აღმრიცხველ–გამანაწილებელი კარადები;
·                   - ლითონის სეიფები, კარებები, ღობეები და სხვა ლითონის ნაკეთობები;